პროფესორ რონალდ ბლეისის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2019 წლის 1 აპილიდან 6 აპრილამდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს  უტრეხტის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) სამედიცინო ცენტრის   ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თსსუ-ის საპატიო დოქტორი, პროფესორი რონალდ ბლეისი სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორმა ბლეისმა ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტში, მედიცინის ფაკულტეტის, სტომატოლოგიის ფაკულტეტის და მედიცინის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის  ლექციათა კურსი წაიკითხა.

მისი ვიზიტის პერიოდში დაიგეგმა  ერთობლივ სამეცნიერო პროექტებზე მუშაობა და თსსუ-ის სტუდენტთათვის უტრეხტის უნივერსიტეტში  პრაქტიკული სტაჟირება  (ანატომიური დისექციის კურსი).