საჯარო ლექცია დროის ეფექტიანად მართვის შესახებ

2019 წლის 10 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის ინიციატივით, მართვის აკადემიის თავმჯდომარემ, ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრმა ქეთევან ტყავაძემ წაიკითხა საჯარო ლექცია დროის ეფექტიანად მართვის შესახებ. 

ლექციის მთავარ   კითხვებს  წარმოადგენდა: თუ როგორ მოვასწროთ მეტი 24 საათში? როდის ვართ წარმატებული და როგორ ვაღწევთ დასახულ მიზანს? როგორ შეიძლება დროის ეფექტიანად სტრუქტურირება და ორგანიზება? როგორ დავგემოთ დრო სამსახურისთვის, სწავლისთვის, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის? შესაძლებელია კი დროის მართვა? 

ლექცია ინტერაქტიული ხასიათის იყო და დამსწრე აუდიტორიის დიდი ინტერესი დაიმსახურა.