ERASMUS+

2015 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ,,Erasmus+“-ის  KA 107 აქტივობის ფარგლებში, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს პარტნიორ უნივერსიტეტებში.

Erasmus+ ფარგლებში ხორციელდება:

სტუდენტთა მობილობა სწავლების ყველა დონეზე – ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.  

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა:

– სწავლების მიზნით: ამ აქტივობის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევა ასწავლოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

– ტრენინგის მიზნით: აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ახორციელებს ორმხრივ გაცვლებს  შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებთან:


ავსტრია


ბელგია


ბულგარეთი


გერმანია


დიდი ბრიტანეთი 


ესპანეთი


ესტონეთი


თურქეთი

იტალია

ლატვია


ლიეტუვა


პოლონეთი


პორტუგალია


რუმინეთი


საბერძნეთი


საფრანგეთი


სლოვაკეთი


უნგრეთი


ხორვატია


ჩეხეთი


ნიდერლანდები