საქმისწარმოების სამსახური

საქმისწარმოების სამსახური
     საქმისწარმოების სამსახური წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულს. მის  შემადგენლობაში  შედის არქივი. 
     საქმისწარმოების სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით, რექტორის, კანცლერის ბრძანებებით და რექტორის აპარატის დებულებით.
     თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საქმისწარმოება ხორციელდება როგორც ელექტრონულად, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამით   (eflow) , ისე მატერიალური ფორმით.
საქმისწარმოების სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

უნივერსიტეტში ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
დოკუმენტებზე მუშაობის მეთოდების სრულყოფა, დოკუმენტების ფორმების უნიფიკაცია, დოკუმენტბრუნვის შემცირება და ამისთვის სათანადო რეკომენდაციების შემუშავება;
საქმისწარმოების ერთიანი წესის და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად დოკუმენტების დადგენილ ვადებში გაფორმება, შემსრულებლისათვის მათი დროულად მიწოდება და მისი შესრულების კონტროლი;
.უნივერსიტეტის საარქივო საქმიანობის წარმოება;
არქივში განთავსებული საარქივო დოკუმენტების დაცვა.

საკონტაქტო ინფორმაცია: 
ნინო ჩიხრაძე
სამსახურის უფროსი
ელ-ფოსტა :   recordsoffice@tsmu.edu
ტელეფონები: (+995 32) 2 54 24 39;     (+995 32) 2 54 24 95      (+995 32) 2 54 24 40
----------------------------------------------------------------------
არქივი -   ელ-ფოსტა    n.kalandadze@tsmu.edu                                                     
ტელეფონი - (+995 32) 2 54 24 09