საჯარო ლექცია - ლათინური ამერიკის მწერლები და დიქტატორები

2019 წლის 6 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით და   სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით,  საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო  ლექცია ,,ლათინური ამერიკის მწერლები და დიქტატორები".

ლექციის დაწყებამდე აუდიტორიას მიმართა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მიხეილ დიაკონიძემ. მან სტუდენტებთან წარადგინა ზაზა გაბუნია და აღნიშნა, რომ ლიტერატურაზე საუბარი ყოველთვის ძალიან საინტერესოა ნებისმიერი პროფესიის ადამიანებისთვის, განსაკუთრებით საინტერესოა, როდესაც ამ საუბარს პოლიტიკოსი უძღვება - ადამიანი, რომელიც მონაწილეობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცხოვრებაში. 

ზაზა გაბუნია მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს. მან განმარტა, რომ ლიტერატურა და პოლიტიკა - ეს ის თემებია, რომელიც მას, როგორც პიროვნებასა და პოლიტიკოსს ყველაზე მეტად მიესადაგება. რაც შეეხება კონკრეტულ არჩევანს - ლათინური ამერიკის ლიტერატურა და პოლიტიკური ცხოვრება ძალიან საინტერესოა ფართო აუდიტორიისთვის, ამიტომაც მან სწორედ ეს თემა წარუდგინა ახალგაზრდებს. 

ზაზა გაბუნიამ დეტალურად ისაუბრა ლათინური ამერიკის მწერლობაზე და დიქტატორებზე. დასასრულს უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.