თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი გაიხსნა

2019 წლის 4 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღჭურვილი, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი გაიხსნა. 

აღნიშნული დეპარტამენტი გაშლილია 20 საწოლზე და  აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რომელსაც   სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO) მიერ მინიჭებული აქვს  სერტიფიკატები. 

შეგახსენებთ, რომ თსსუ-ის  მაღალტექნოლოგიური და მრავალპროფილური პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა 2015 წელს გაიხსნა.  კლინიკა სამედიცინო უნივერსიტეტის ორ ათეულამდე სასწავლო დეპარტამენტის კლინიკური ბაზაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქ, მაღალხარისხიანი დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების მიღების პარალელურად, სტუდენტები და რეზიდენტები აქტიურად მონაწილეობენ პრაქტიკულ სამედიცინო საქმიანობაში.