მეხუთე სამედიცინო სასწავლო კონფერენცია - (MTC)

2019 წლის 3 მაისს, თსსუ-ის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის "ცისფერ დარბაზში" ჩატარდა რიგით მეხუთე სამედიცინო სასწავლო კონფერენცია - (MTC).  ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს რამდენიმე უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ოცმა სტუდენტმა.

ღონისძიება სასწავლო ხასიათის იყო, კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ  წარედგინათ მოხსენება  მედიცინის უახლეს  მიღწევებსა და მკურნალობის ინოვაციურ  მეთოდებზე, რაც მათ დაეხმარებათ პროფესიული გამოცდილების, უახლესი სამეცნიერო ინფორმაციის მოძიებისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების  განვითარებაში. 

ღონისძიების დასასრულს ჟიურის მიერ დასახელდა 3 საუკეთესო მოხსენება: 

1. ,,ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ხერხემლისა და ზურგის ტვინის დაზიანებების დროს“- ელისო სიხარულიძე, მარიამ ელისაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მედიცინის ფაკულტეტი, მე-10 სემესტრი; 

2. ,,ფარმაკოკინეტიკა და მისი შესწავლის თავისებურებები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში“- მარიამ ტატანაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ფარმაციის ფაკულტეტი, მე-8 სემესტრი; 

3. ,,უახლესი მიღწევები კარდიოლოგიაში (გულის ღერო უჯრედული თერაპია და ხელოვნური პარკუჭი)“- გიორგი ბოკერია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტი; მედიცინის ფაკულტეტი, მე-4 სემესტრი.