პროფესორის კოლინ კენედის წიგნის - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია

 2019 წლის 31 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში, თსსუ-ის ბავშვთა ნერვოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა ბრიტანელი პროფესორის კოლინ კენედის წიგნის  - „ ჩვილობის ასაკის ბავშვთა ნევროლოგიის საფუძვლების“ პრეზენტაცია.  

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა და სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნანა გელაძემ, რომელიც ასევე აღნიშნული წიგნის თანარედაქტორია.  

პრეზენტაციას ესწრებოდა თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელმაც  წიგნის მნიშვნელობაზე და  მის საჭიროებაზე  ისაუბრა,  მან მადლობა გადაუხადა  თსსუ-ის  ბავშვთა ნერვოლოგიის დეპარტამენტს, მის ხელმძღვანელს, წიგნის მთარგმენლსა და რედაქტორს, ასოცირებულ პროფესორს სოფიო ბახტაძეს. 

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა თსსუ-ის კანცლერი, პროფესორი ზურაბ ორჯონიკიძე და დარგში მოღვაწე ექიმები.