თსსუ-ის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება - 2019

2019 წლის 28 ივნისს  თბილისის სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის, ფარმაციის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.  


კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს და სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და ფაკულტეტების დეკანებმა. 


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი ვულოცავთ თოთოეულ კურსდამთავრებულს ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებთ კარიერულ წინსვლას და წარმატებულ მომავალს!