EMSA-თბილისი



ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს მთელი ევროპის მასშტაბით მედიკოსი სტუდენტების ხმას. ის აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტს და ეხმარება მათ ცოდნის გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების შეძენაში. ასევე აცნობს უახლეს სამედიცინო-სამეცნიერო მიღწევებს. ორგანიზაცია დაფუძნდა 1990 წელს ბრიუსელში და აღიარებულია ევროპარლამენტის, ევროკომისიის და გაეროს მიერ.
EMSA  ასოციაცია ქმნის პლატფორმას სხვადასხვა პროექტის, ვორქშოფისა და საერთაშორისო შეხვედრის ორგანიზებისათვის. მისი საქმიანობა გაერთიანებულია სამედიცინო განათლების, სამედიცინო  ეთიკისა და უფლებების დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამედიცინო მეცნიერების, ევრო ინტეგრაციისა და კულტურის გარშემო.

საკონტაქტო ინფორმაცია:

EMSA-თბილისის პრეზიდენტი - ეკატერინე შუბითიძე; 597 79 92 94
Email: emsa@tsmu.edu
Web: emsa-europe.eu/,  
Facebook: www.facebook.com/pg/emsatbiliisi/community/?ref=page_internal

გაწევრიანების სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ: