კონფერენცია - ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია”.

  გაცნობებთ, რომ  2018 წლის 5 - 7 ოქტომბერს ქ. თელავში ტარდება X საერთაშორისო საიუბილეო, კონფერენცია - ,,ჯანმრთელობა და ეკოლოგია”. კონფერენციას ატარებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტი და სამედიცინო ეკოლოგიის ასოციაცია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად. 

კონფერენციაში მონაწილეობის ფორმა : 

1. ზეპირი მოხსენება
2. სასტენდო მოხსენება
3. მონაწილეობა მრგვალი მაგიდის მუშაობაში
4. მონაწილეობა სტუდენთა სექციის მუშაობაში
5. მონაწილეობა მოხსენების გარეშე
6. სტატიის პუბლიკაცია (მოხსენების გარეშე) 

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული. 

პუბლიკაცია 

კონფერენციის მასალები დაიბეჭდება აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის -,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”- სპეციალურ ნომერში. ჟურნალის გამომცემელი შპს ,,ინტერფარმი” არის  Council of Europian Association of Institutions in Higher Education (EURASHE) წევრი. ჟურნალი შეტანილია საქართველოს სწავლულ-ექსპერტთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ ნუსხაში, რომელიც აუცილებელია დისერტაციების დასაცავად (2002 წლის 30 იანვრის პრეზიდიუმის სხდომის №1 დადგენილება). გამოქვეყნებული სტატიების რეფერატები იბეჭდება საქართველოს ტექინფორმის ,,ქართულ რეფერატულ ჟურნალში”. გამომცემელი რედაქტორი  - პროფესორი ბ. კორსანტია (მოთხოვნები პუბლიკაციისათვის თან ერთვის). 

გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია და სტატიები წარმოადგინოთ პროფესორ ბიძინა ზურაშვილთან (თსსუ I კორპუსი, IV სართული, ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტი) 15 ივლისამდე. 

კონფერენციის სარეგისტრაციო თანხა – 50 ლარი. 

კონფერენცია გაიმართება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში. კონფერენციის მონაწილეთათვის განსაზღვრულია სასტუმროს ჯავშანი 2 ადგილიან ნომრებში. ღირებულება ერთი პერსონისათვის 2 ღამე - 65 ლარი, დილის საუზმით. 

ავტორთა საყურადღებოდ ! 

1. ორიგინალური სტატია უნდა წარმოადგინოთ ერთ ეგზემპლარად, დაბეჭდილი 1,5 ინტერვალით, შრიფტის ზომა – 12 პუნქტი; ქართული ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს შრიფტით AcadNusx, რუსული და ინგლისური შრიფტით TimesNewRoman, ფორმატში Microsoft Word ან Page Marker. სტატია წარმოადგინეთ დისკეტაზეც. 

სტატიის მოცულობა არ უნდა იყოს 3 გვერდზე ნაკლები და უნდა შეიცავდეს ციტირებული ლიტერატურის სიას და რეზიუმეს ინგლისურ ენაზე. ილუსტრაციები და სურათების წარწერები უნდა წარმოადგინოთ ცალ-ცალკე. მიმოხილვითი და ზოგადთეორიული სტატიების მოცულობა უნდა შეთანხმდეს ჟურნალის რედაქციასთან. 1 გვერდის ფასი – 25 ლარი. 

2. პირველ გვერდზე მიუთითეთ : 1) ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალები; 2) სტატიის სათაური; 3) კათედრა, ლაბორატორია ან ორგანიზაცია, სადაც შესრულდა სამუშაო, ქალაქი, ქვეყანა. 

3. აუცილებელია რეზიუმე – ინგლისურ, ქართულ და რუსულ ენებზე თითოეული მოცულობით არა უმეტეს 0,5 გვერდისა. 

4. ტექსტში ბიბლიოგრაფიული მითითებები აღნიშნეთ ნომრით კვადრატულ ფრჩხილებში ლიტერატურის ნუსხის შესაბამისად. ლიტერატურის საძიებელში ავტორები დაასახელეთ ანბანის მიხედვით. მიუთითეთ ნაშრომის სახელწოდება, გამომცემლობა, წელი, ტომი, ნომერი და გამოშვება, გვერდის აღნიშვნით. 

5. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია იტოვებს უფლებას შეასწოროს და შეამოკლოს ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სტატია რეცენზენტის შენიშვნების გათვალისწინებით. 

6. ხელნაწერები, რომლებიც არ შეესაბამება აღნიშნულ წესებს, უბრუნდება ავტორს განხილვის გარეშე. ამონაბეჭდი ავტორებს არ ეგზავნება. 


საორგანიზაციო კომიტეტი 

საკონტაქტო ტელეფონები:   593 927111;  599 921488;   
2018 წლის 18 მაისი