უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კატალოგი

სამეცნიერო მონაცემთა ბაზები


The New England Journal of Medicine (NEJM)

The New England Journal of Medicine (NEJM)

The New England Journal of Medicine (NEJM) არის მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ჟურნალი და ვებგვერდი. ახლდება შეუწყვეტლივ, ყოველდღიურად 200 წელია. მოიცავს  უახლეს სამედიცინო სტატიებს, გრაფიკულ გამოსახულებას, აუდიო და ვიდეო მასალას, აწვდის მაღალხარისხიან ინფორმაციას ექიმებს, პედაგოგებს და გლობალურ სამედიცინო საზოგადოებას.

Proquest-ის ელექტრონული წიგნები

Proquest-ის ელექტრონული წიგნები

გამომცემლობა “Proquest”-ის  ელექტრონული წიგნების ბაზა მოიცავს 158854 დასახელების ყველა თემატიკის უცხოენოვან ელექტრონულ წიგნებს მსოფლიოს ცნობილი გამომცემლობებიდან, მათ შორის 13814  დასახელების წმინდა სამედიცინო ლიტერატურაა. სრული სია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე ან მოძებნოთ ბაზაში.

Science Direct

Science Direct

Science Direct - წარმოადგენს ინგლისურ-ჰოლანდიური გამომცემლობის Elsevier-ის პლატფორმას თითქმის 2 200 აკადემიური ჟურნალის და 25 000 ელ. წიგნის online წვდომის უზრუნველსაყოფად.  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ

HINARI

HINARI

HINARI დაფუძნებულია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (WHO) მიერ განვითარებად ქვეყნებში ჯანდაცვის მართვის და ბიოსამედიცინო ლიტერატურის თავისუფალი გავრცელების მიზნით. მოიცავს 7000 დასახელების ჟურნალს 109 ქვეყნის მოქალაქეთათვის უფასო სრულტექსტოვანი წვდომის უზრუნველყოფით. HINARI - წარმოადგენს Research4Life -ის, კომპლექსური პროგრამის შემადგენელ ნაწილს.

ციტირების ინდექსის დადგენა


Web of Science

Web of Science

Web of Science (WoS, ძველი სახელწოდება ISI Web of Knowledge) — ამერიკული კორპორაცია Clarivate Analytics-ის (2016 წლამდე Thompson Reuters) საძიებო პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სამეცნიერო პუბლიკაციებისა და პატენტების რეფერატიულ მონაცემთა ბაზებს, მათ შორის ურთიერთციტირებულ მასალებს. Web of Science მოიცავს საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, საზოგადო, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებს. იძლევა ძიების, სტატისტიკური ანალიზისა და ბიბლიოგრაფიური ინფორმაციის მართვის საშუალებას.

Scopus

Scopus

53 მილიონი ჩანაწერი, 21 915 დასახელების გამოცემა, 5 000 გამომცემელი: Scopus - ეს არის რეფერირებული სამეცნიერო ლიტერატურის უმსხვილესი მონაცემთა ბაზა. ბრწყინვალე საშუალება მეცნიერული კვლევის მიმოხილვის, ანალიზისა და გათვითცნობიერებისთვის. Scopus გვაწვდის მსოფლიოში მეცნიერული კვლევების მიმოხილვით სურათს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტექნოლოგიები, მედიცინა, ხელოვნება, სოციალური და ჰუმანიტარული დისციპლინები. მაქსიმალურად გამორიცხავს საჭირო მასალის ყურადღების მიღმა დატოვებას ძიების პროცესში.

ახალი წიგნები ბიბლიოთეკაში